ისტორია

Wally არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ის ონლაინ გალერეა. ჩვენი მიზანია თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და არტის ყიდვის და გაყიდვის პროცესი გავამარტივოთ. 

ისტორია

Wally 2021 წელს დაიბადა. 

Wally არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ის პროექტი, რომლის მიზანია თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრების ყიდვის და გაყიდვის გამოცდილება მარტივი და სასიამოვნო გახადოს. 

პროექტის იდეის ავტორი და დამფუძნებელი გვანცა კიკალიშვილია. გვანცა არის კომუნიკაციების პროფესიონალი და არტ ენთუზიასტი. „მე მჯერა, რომ ხელოვნება ყველასია და 21-ე საუკუნეში დროა არტი ყველა ჩვენგანის სახლში თუ ოფისში იყოს“ - ამბობს გვანცა. 

ჩვენი გუნდის წევრები არიან: 

  • გვანცა კიკალიშვილი - Art Inception-ის და Wally-ის დამფუძნებელი და CEO,  Erasmus Rotterdam University-ის არტ მენეჯმენტის მაგისტრი, კომუნიკაციების კონსულტანტი და ტრენერი. 
  • ნიკიტა შოკრიგეზელჯე - Wally-ის ბიზნეს განვითარების და საერთაშორისო გალერეებთან ურთიერთობის მენეჯერი, არტისტი, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტი. 
  • გრიგოლ ჭაავა - ვებდეველოპერი, Wally-ის ვებგვერდის მენეჯერი.