თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი
"კონცეფცია და ინსპირაციაც გამომდინარეობს ჩემი ყოველდღიურობიდან, ეს ყოველდღიურობა კი სავსეა მოულოდნელი თუ დაგროვილი ემოციებითა და შეგრძნებებით".
თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი საკუთარ მკვეთრ ხელწერას და ძლიერ იდენტობას ხატვის საშუალებით გადმოსცემს. თამარის ფიგურატიული კომპოზიციები სავსეა მოულოდნელი შეგრძნებებითა და ემოციებით.
ბავშვობაში განცდილი ემოციების გავლენით, მისი შემოქმედება დატვირთულია სიმბოლოებითა და მისტიკით. მხატვარი მას "ალტერნატიულ სამყაროს" უწოდებს, რომლის მამოძრავებელი ძალა ემოციაა.
მისი ნამუშევრების კონცეფცია და ინსპირაცია ყოველდღიურობაა. არ უშინდება სიახლეებს და მუშაობს სხვადასხვა მედიაში, მათ შორის, ვიდეო არტი, კინო მხატვრობა და ქართული ღვინით შექმნილი ნამუშევრები. ღვინით ხატვა თამარის შემოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
"მხატვრისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა თავად მხატვრობაა და ამბიცია, იყო შემდგარი მხატვარი" - ამბობს თამარი.