მარიამ საშა
ხატვა თამაშს ჰგავს. ყველა ნახატს თავისებური ემოცია მოყვება, მაგრამ თუ განვაზოგადებ, შთაგონების წვევა ჰგავს თავში ახალი ფაზლის ჩამოტვირთვას, რომელსაც ხატვის დროს ვაწყობ. ეს პროცესი ძალიან სახალისო და დოპამინით გაჯერებულია.
"Ჩემი გატაცება ყოველთვის გრაფიკა იყო. Ბოლო წლების მანძილზე ციფრული ხელოვნებაც ჩემი ინტერესის სფერო გახდა. Რადგან გრაფიკული დიზაინერი ვარ, ჩემი ნამუშევრების სტილი და მედიუმები ვარირებს და ეს მრავალფეროვნება ძალიან მომწონს.
Ჩემი ნამუშევრები თითქმის ყოველთვის შინაგან განწყობას აირეკლავს, ხშირად სიზმრებსაც. Ძალიან მომწონს სულიერი გამოცდილებების ვიზუალური გამოსახვა, მათთვის ფორმის მოძებნა."