ლიზი ბუდაღაშვილი
ხატვასთან იმაზე დიდი და ღრმა კავშირი მაქვს, ვიდრე უბრალოდ მოწონებაა. ხატვით ვათავისუფლებ ჩემში დაგროვილ მოზღვავებულ ემოციასა და ენერგიას.


"ალბათ, ემოციური მნიშვნელობა უფრო აქვთ ჩემს ნამუშევრებს. ჩემი კონცეფცია ძირითადად ადამიანის ბუნებაზეა დაფუძნებული: ფიქრებზე, ტვირთზე, განცდებზე, ემოციებზე. შთაგონებასაც ძირითადად ადამიანებზე დაკვირვებით, მათთან ურთიერთობით, ადამიანისა და გარესამყაროს ურთიერთობაზე დაკვირვებით, საკუთარი თავის ძიებით ვიღებ."