ქეთი აქუბარდია

"ჩემთვის ხატვა არის საუკეთესო საშუალება გავიცნო საკუთარი თავი. ეს არის, გზა, რომელიც მეხმარება აღმოვაჩინო ის დაფარული (ქვეცნობიერი) მხარე, რომელსაც არ ვიცნობ."


Untitled design (10)
1650381171560
სრულად ნახვა

კარი

₾ 210

ქეთი აქუბარდია

ფერწერა - 15x24cm
20221105_124250
სრულად ნახვა

ყვავილები

₾ 280

ქეთი აქუბარდია

ფერწერა - 21x28cm
20221029_165920
სრულად ნახვა

ყვავილები

₾ 350

ქეთი აქუბარდია

ფერწერა - 24.5x37cm
1650381225358
სრულად ნახვა

უსათაურო

ქეთი აქუბარდია

ფერწერა - 22x22cm
20221105_125618
სრულად ნახვა

სანაპირო

₾ 180

ქეთი აქუბარდია

ფერწერა - 22x22cm

ქეთი არის დიზაინერი და მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. 10 წელია ავითარებს თავის კარიერას ორივე მიმართულებით. მისი მედიუმი ძირითადად აკვარელია. 

ქეთისთვის ხატვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გაცნობის საშუალებაა, ქვეცნობიერის აღმოჩენის და შეცნობის გზა. ამბობს, რომ ბუნებით ესთეტია, ყველაფერში ეძებს სილამაზეს. 

მხატვრისთვის შთაგონება მისი ქალაქი და მისი უბანია - თბილისი, ძველი საბჭოთა გარეუბანი, მოსაწყენი, მონუმენტური, დროში გაყინული კორპუსებით, რომლებსაც ქეთი გულმოდგინედ აკვირდება და მათში სიცოცლის ნიშნებს ეძებს. 

"ჩემს შემოქმედებაში მნახველმა მინდა იპოვოს წვრილმანებში აღბეჭდილი სიცოცხლის დინამიკა, რომ მოსაწყენ და თითქოს უსახურ სივრცშიც შეიძლება სიცოცხლე იპოვო და სილამაზე მიანიჭო." 

"ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველი, ახალი ნამუშევრის შესრულების პროცესში არის ის, რომ ჩემი განცდები და ინფორმაცია, რაც მინდა რომ გადმოვცე დაემთხვეს გამოსახულებას."