Untitled
Untitled
Untitled

უსათაურო

2021
მარიამ ცხვედიანი

საახალწლო შეთავაზება. 

ორიგინალური ნამუშევრის პრინტი. დაპრინტულია ტილოზე და გადაკრულია ქვეჩარჩოზე. ჩასმულია ავტორის მიერ შერჩეულ ჩარჩოში.

დაიბეჭდება ლიმიტირებული რაოდენობა (3 ეგზემპლარი) .

ავტორის ხელმოწერით.  

პერგამენტი, აკრილი

45 x 60 cm

₾ 300
$ 94
იყიდე ახლავე

მარიამ ცხვედიანი

არტისტი

მარიამ ცხვედიანი დიზაინერი, არქიტექტორი და მხატვარია. მარიამს დამთავრებული აქვს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია - ბაკალავრიატი/მაგისტრატურა;

მარიამი თავის მინიმალისტურ და, ამავდროულად, რეალისტურ ნამუშევრებში ყოველდღიურობას, ყოფას ასახავს. ის აკვირდება ისეთ დეტალებს, რომლებიც წამიერად იქცევს ხოლმე ჩვენს ყურადღებას. 

მარიამისთვის ინსპირაცია შეიძლება ყველაფერი გახდეს - სეირნობა, ახალი ადგილების ნახვა, ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ამინდი თუ უამინდობა - ყველაფერი, რაც ემოციებს იწვევს. 

მარიამის თქმით, მისი ხელოვნება შესაძლოა სხვისთვის ქაოტური ჩანდეს, მაგრამ მისთვის მასში წესრიგია.  "არ ვიცი, სხვების თვალით ალბათ ცოტა ქაოტური და არეულ-დარეული, მე ამ ქაოტურობას ვერ ვგრძნობ, უფრო პირიქით - მგონია, რომ ამაშია ჩემი წესრიგი, ასე მომწონს." 

"გარდა იმისა, რომ ხატვა არის თვითგამოხატვის მთავარი ინსტრუმენტი ჩემთვის, ის, ამავე დროს საკუთარ თავთან შეხვედრის საშუალებაცაა. როცა ვხატავ და მერეც, როცა უკვე დასრულებულ ნახატს ვხედავ, ყველაზე კარგად ვეცნობი ჩემს თავს. ეს შეგრძნება ძალიან მიყვარს."