ტრანსცენდენტობა
ფეინთ-მარკერები, მუყაოზე გადაჭიმული ტილო
40 x 50 cm
ლია ჩეჩელაშვილი
თვითნასწავლი მხატვარი ლია ჩეჩელაშვილი დაიბადა თბილისში. ხელოვნება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან ის ეხმარება ფანტაზიების გადმოცემაში.
,,ადამიანის ფიგურა ყოველთვის იყო ჩემი შთაგონების წყარო და ჩემი ნახატების ძირითადი თემა. ჩემს ნამუშევრებში ასახულია ადამიანის ფორმების ტრანსფორმაციები და ურთიერთქმედება ერთმანეთთან, ობიექტებთან, სივრცესთან."
ლია ჩეჩელაშვილი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, თუმცა მისი ლაინ არტ ნამუშევრები განსაკუთრებულად ცნობილია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ონლაინ გალერეებზე.
"მე მიყვარს ხაზის მეშვეობით, ლაკონური გზით, გამოვხატო ჩემი იდეები და ხედვა".