თივაში გადამალული განძი
თივაში გადამალული განძი
თივაში გადამალული განძი

თივაში გადამალული განძი

2022
გიორგი ტაბლიაშვილი

ნამუშევარი შესრულებულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არტისტი სწორედ ამ ფორმით გამოეხმაურა საშინელ ომს. 

ჩარჩოს გარეშე. 

აკრილი, ტილო

50 x 50 cm

₾ 1,500
$ 468
იყიდე ახლავე

გიორგი ტაბლიაშვილი

არტისტი

"ხატვა მომწონს იმიტომ, რომ ეს არ ვიცი სხვა უკეთესი რეაქცია გარე სამყაროზე, ცხოვრებაზე და ყველაფერზე, რაც ჩემს გარშემო ხდება. გარდა რეაქციისა, ცხადია, რომ მხატვრობა თავის თავში კიდევ გაცილებით მეტს მოიცავს. არ ვიქნები ბანალური თუ ვიტყვი, რომ სამყაროს შეცნობის გზაც არის მხატვრობა, და სხვათაშორის ისეთი სპეციფიური და ძლიერი ბერკეტებით, როგორიც არ მგონია, რომ სხვა დარგებს გააჩნდეთ."

"ჩემი ნამუშევრები ვარირებს ფიგურატიულიდან დეკორატიულამდე. ვფიქრობ, რომ მაქვს რამდენიმე, ერთმანეთთან ახლობელი საკუთარი სტილი. კონცეფცია და ინსპირაცია შეიძლება მოვიდეს აბსოლუტურად ყველაფრისგან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ორივე იბადება მხოლოდ მძიმე მუშაობაში და მის შედეგად. ხატვა საჭიროებს მუდმივ ფორმაში ყოფნას. ეს ეხება როგორც ტექნიკურ უნარებს, ასევე ფსიქოლოგიურ მზადყოფნას."

"ნახატში ვსვამ და ნახატშივე ვცდილობ გავცე პასუხები კითხვებს, რის გამოც ნახატი პირველ რიგში დაფიქრების საშუალებას უნდა აძლევდეს მნახველს, და მეორეს მხრივ, ინტერპრეტიაციების საშუალებასაც."

"ადრეული ბავშვობიდან ვხატავ. მახსოვს რომ მასწავლებლებიც, და ბავშვებიც, მეტ ყურადღებას სწორედ ჩემს ნახატებს უთმობდნენ. სკოლაში მერხებზე ვხატავდი ხოლმე და ამის გამო ხშირად შენიშვნასაც ვიღებდი.  7 წლის ასაკში მშობლებმა ხელოვნების სკოლაში მიმიყვანეს,  სადაც მოვხვდი კონკურსის შედეგად, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული."