ყვავილები
ორიგინალური ნამუშევარი. ავტორის ხელმოწერით. შეძენის შემდეგ ნახატს გაუკეთდება ავტორის მიერ შერჩეული ჩარჩო.
ქაღალდი, აკვარელი
21 x 28 cm
ქეთი აქუბარდია
ქეთი არის დიზაინერი და მხატვარი. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე. 10 წელია ავითარებს თავის კარიერას ორივე მიმართულებით. მისი მედიუმი ძირითადად აკვარელია.
ქეთისთვის ხატვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის გაცნობის საშუალებაა, ქვეცნობიერის აღმოჩენის და შეცნობის გზა. ამბობს, რომ ბუნებით ესთეტია, ყველაფერში ეძებს სილამაზეს.
მხატვრისთვის შთაგონება მისი ქალაქი და მისი უბანია - თბილისი, ძველი საბჭოთა გარეუბანი, მოსაწყენი, მონუმენტური, დროში გაყინული კორპუსებით, რომლებსაც ქეთი გულმოდგინედ აკვირდება და მათში სიცოცლის ნიშნებს ეძებს.
"ჩემს შემოქმედებაში მნახველმა მინდა იპოვოს წვრილმანებში აღბეჭდილი სიცოცხლის დინამიკა, რომ მოსაწყენ და თითქოს უსახურ სივრცშიც შეიძლება სიცოცხლე იპოვო და სილამაზე მიანიჭო."
"ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველი, ახალი ნამუშევრის შესრულების პროცესში არის ის, რომ ჩემი განცდები და ინფორმაცია, რაც მინდა რომ გადმოვცე დაემთხვეს გამოსახულებას."