Terms and conditions

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების წესებს.
Terms and conditions

გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ გამოყენების წესებს.

1. შესავალი

1.1. წინამდებარე ვებ-გვერდი “www.wallygallery.com” ეკუთვნის და მისი მმართველია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული შპს „არტ ინსეფშენ“ (ს/კ 405415162) წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას, რომელიც იდება შპს „არტ ინსეფშენსა“ და თქვენს შორის.

1.2. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდი www.wallygallery.com-ის გამოყენებასა და მისი მეშვეობით კომპანიისაგან მომსახურების მიღებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გაქვთ გავლილი რეგისტრაცია ვეგ-გვერდზე.

1.3. ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, შესვლით, გამოყენებით ან/და მომსახურების მიღებით თქვენ წერილობით ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. წინამდებარე წესები და პირობები სავალდებულო ძალისაა ყველა შემთხვევაში, მიუხედავად ვებ-გვერდის გამოყენებისა და რეგისტრაციის ფორმებისა. წესებსა და პირობებზე დათანხმება ავტომატურად გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასა და წესებისა და პირობების სხვა დანართებსა თუ შემადგენელ ნაწილებზე წერილობით თანხმობას.

1.4. წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს მანამ, სანამ იარსებებს მომხმარებლის პროფილი ან/და მომხმარებელი სხვაგვარად იღებს ვებ-გვერდის მეშვეობით მომსახურებას/სხვაგვარად იყენებს ვებ-გვერდს.

2. ტერმინთა განმარტება

2.1. თუ თავად ტექსტიდან ცალსახად, სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებული ტერმინებს აქვთ შემდეგ მნიშვნელობა:

2.1.1. კომპანია - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული შპს „არტ ინსეფშენ“ (ს/კ 405415162), რომელიც წარმოადგენს ვებ-გვერდის მმართველსა და მესაკუთრეს.

2.1.2. ვებ-გვერდი - www.wallygallery.com ან/და ნებისმიერი სხვა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც კომპანია უწევს მომხმარებლებს მომსახურებას.

2.1.3. მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით სარგებლობს ვებ-გვერდით.

2.1.4. მომსახურება - ვებ-გვერდის საშუალებით, მომხმარებელთათვის მომსახურების მიწოდება, შუამავლობა, კერძოდ ნახატების/ნამუშევრების შეძენისა და ადგილზე მიტანის სერვისი.

2.1.5. მხარე - კონტექსტის გათვალისწინებით, კომპანია ან მომხმარებელი.

2.1.6. მხარეები - კომპანია და მომხმარებელი.

2.1.7. მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა მხარეებისა.

2.1.8. პროფილი - მომხმარებლის ანგარიში ვებ-გვერდზე, სადაც მოცემულია ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ.

2.1.9. ნამუშევარი - კომპანიის მიერ, ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლისთვის შეთავაზებული ნახატი/ნამუშევარი.

2.1.10. წესები და პირობები - წინამდებარე წესები და პირობები, ასევე მისი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს.

3. მხარეთა განცხადებები და გარანტიები

3.1. კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

3.1.1. ვებ-გვერდი არის გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მომსახურება.

3.1.2. ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებელზე მიღებული ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვისა და მისი დამუშავება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.

3.1.3. ვებ-გვერდზე ასახული ინფორმაცია, მათ შორის და არამხოლოდ ნამუშევრის შესახებ მონაცემები (ზომა/მდგომარეობა და ა.შ) შეესაბამება სიმართლეს.

3.1.4. მის მიერ მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურება არის შუამავლობა, კერძოდ იგი ვებ-გვერდის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას მომხმარებლებს ნახონ და შეიძინონ სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები ადგილზე მიტანის სერვისით.

3.2. მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

3.2.1. გაეცნო და სრულად ეთანხმება წესებსა და პირობებს.

3.2.2. იგი იაზრებს კომპანიის მომსახურების შუამავლობის ხასიათს.

3.2.3. ვებ-გვერდის გამოყენების დროს იქნება/არის ქმედუნარიანი, შეუძლია გაიაზროს ვებ-გვერდის გამოყენების მნიშვნელობა და არ იმყოფება რაიმე ისეთი ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ, რაც ხელს შეუშლის, გაიაზროს მისი ქმედების მნიშვნელობა.

3.2.4. მის მიერ ვებ-გვერდზე შეყვანილი ინფორმაცია რეალური, ზუსტი და კანონიერია.

3.2.5. ვებ-გვერდის გამოყენებისა და მომსახურების მიღების მომენტში, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის და არამხოლოდ ასაკობრივ ზღვარს.

3.2.6. არ გამოიყენებს ვებ-გვერდს კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის და დაიცავს საქართველოს კანონმდებლობას ვებ-გვერდის გამოყენების პროცესში, მათ შორის და არამხოლოდ კანონმდებლობით დაწესებულ ასაკობრივ შეზღუდვებს.

3.2.7. მისი არცერთი ქმედება არ ხელყოფს კომპანიის ან/და მესამე პირების უფლებებს.

3.2.8. აცნობიერებს, რომ ლოგოზე, ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამული კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა დაკავშირებულ მასალაზე ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის კომპანიას.

3.2.9. აცნობიერებს, რომ ვებ-გვერდის გამოყენების დროს შესაძლოა წარმოიქმნას ხარვეზები/შეფერხებები, რომლებზეც კომპანია არ აგებს პასუხს.

4. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია

4.1. საკუთარი პროფილის შესაქმნელად და მომსახურების მისაღებად, მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე გაიაროს რეგისტრაცია.

4.2. რეგისტრაციის გარეშე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ დაათვალიეროს ვებ-გვერდზე, სარეალიზაციოდ განთავსებული ნამუშევრები.

4.3. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე, ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ გრაფებში შეიყვანოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის და არამხოლოდ:

4.3.1. სახელი;

4.3.2. გვარი;

4.3.3. მისამართი;

4.3.4. ტელეფონის ნომერი;

4.4. მომხმარებელს რეგისტრაციის დამთავრებისთვის მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება, რითიც მოხდება მისი ვერიფიკაცია და რეგისტრაციის დასრულება.

5. შუამავლობა

5.1. კომპანიის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურება ატარებს შუამავლობის ხასიათს.

5.2. ვებ-გვერდი წარმოადგენს საშუამავლო პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ და შეიძინონ სხვადასხვა მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები.

5.3. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნამუშევრის ხარისხთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხისმგებელია ნამუშევრის რეალური და ვებ-გვერდზე მითითებული პარამეტრების (მონაცემების) შესაბამისობაზე, ვინაიდან ვებ-გვერდზე ატვირთვამდე, იგი თავად ამოწმებს თითოეულ ნამუშევარს. მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროდუქციის სპეციფიკის, კომპიუტერის ეკრანის თუ სხვა პირობების გამო, შესაძლოა არსებობდეს მინიმალური ცდომილებები (მაგ.: ფერები).

6. ნამუშევრების შეძენა და გადახდის წესი

6.1. ვებ-გვერდის მეშვეობით მომხმარებლის მიერ მომსახურების/ნამუშევრის შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

6.2. მომხმარებელი რეგისტრაციის გავლის/მომსახურების შეძენის მომენტში ვალდებულია ვებ-გვერდზე შესაბამის გრაფაში შეიყვანოს იმ საბანკო ბარათის მონაცემები, საიდანაც მოხდება თანხის ჩამოჭრა.

6.3. ვებ-გვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანისა (ბარათის დამატების) და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, კომპანია მომხმარებლის მიერ მითითებული საბანკო ანგარიშიდან ჩამოაჭრის მომხმარებელს პროდუქციის/მომსახურების ღირებულებას.

6.4. მომხმარებლის მიერ არჩეული შეთავაზებები/პროდუქტები აისახება მომხმარებლის კალათში, სადაც მას აქვს შესაძლებლობა შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს არჩეული პროდუქტები.

6.5. მისამართისა და პროდუქტების/მომსახურების დადასტურების შემდგომ, მომხმარებელი გადადის თანხის გადახდის ეტაპზე.

6.6. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ვებ-გვერდზე, შესაბამის ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ისარგებლოს „try before you buy” სერვისით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გადაიხდის დამატებით თანხას (თანხა მითითებული იქნება შესაბამისი ღილაკის ქვემოთ, ყოველი კონკრეტული ნახატისთვის ინდივიდუალურად), მას ერთიანად ჩამოეჭრება თანხა ნამუშევრის ღირებულებისა და წინამდებარე სერვისის ჯამური ოდენობით. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ნამუშევრის მიღებიდან 48 (ორმოცდარვა) საათის შემდგომ დაუბრუნოს კომპანიას ნახატი, ასეთ შემთხვევაში, მას უკან დაუბრუნდება მხოლოდ და მხოლოდ ნამუშევრის ღირებულების თანხა, ხოლო სერვისის ღირებულება რჩება კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადის განმავლობაში მომხმარებელი დააზიანებს ნამუშევარს, იგი ვეღარ დაიბრუნებს ნახატის ღირებულების თანხას და ვალდებული იქნება დაიტოვოს ნამუშევარი.

7. პროდუქციის დაბრუნება

7.1. მომხმარებელი ვალდებულია ნამუშევრის მიღებისთანავე შეამოწმოს მისი შესაბამისობა ვებ-გვერდზე მითითებულ ინფორმაციასთან. შესაბამის დოკუმენტზე (მიღება-ჩაბარების აქტი) ხელმოწერით, მომხმარებელი კარგავს შესაბამისობაზე შედავების უფლებას.

7.2. ვებ-გვერდის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის (ნახატის) უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნამუშევარს აქვს გარეგანი დაზიანებები (დაზიანებებში არ იგულისხმება ფერებს შორის მინიმალური სხვაობა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მოწყობილობისა და ეკრანის სპეციფიკისა თუ ხარვეზებიდან გამომდინარე).

7.3. იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარს მომხმარებლისათვის ჩაბარების აქვს გარეგანი დაზიანებები (მაგ.: არის გახეული, გატეხილი ჩარჩო, დამწვარი და ა.შ), მომხმარებელმა უარი უნდა თქვას მის ჩაბარებაზე, რა დროსაც კომპანია დაიბრუნებს ნამუშევარს, ხოლო მომხმარებელს ასეთი ფაქტიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში უკან დაუბრუნდება მომსახურების თანხა.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1. კომპანია სრულად თავისუფლდება მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის წარმოშობილი ურთიერთობიდან გამომდინარე დავების, უთანხმოებების, უზუსტობებისა თუ ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან.

8.2. მომხმარებლები ვებ-გვერდის გამოყენებით აცხადებენ და გამოთქვამენ თანხმობას, რომ ისინი სრულად იაზრებენ კომპანიის პასუხისმგებლობის ფარგლებს (შუამავლობას) და უარს ამბობენ მის მიმართ დამატებით ნებისმიერი სახის მოთხოვნაზე.

8.3. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მომხმარებლის ან/და მესამე პირების ქმედებებსა თუ ვალდებულებებზე. ასევე, არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებელთა ან/და მესამე პირთა ქმედებების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.

9. ინტელექტუალური საკუთრება

9.1. ვებ-გვერდის დიზაინზე, ძირითად პროგრამული კოდზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ლოგოსზე, სასაქონლო ნიშნებსა და სხვა მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებები წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.

9.2. კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დაუშვებელია ნებისმიერი სახით, მის საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის მოდიფიცირება, ნებისმიერი სახით გამოყენება, თუ სხვაგვარი ქმედება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კომპანიის ინტერესებთან.

10. პერსონალური მონაცემები

10.1. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება შესაბამისი მიზნებისთვის აქვს კომპანიას ან/და კომპანიის მიერ დასახელებულ პირს, რომელიც ვალდებულია მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნებითა და კონფიდენციალობის დაცვით.

10.2. პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა თუ სხვაგვარი დამუშავების წესები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით, რომელიც თან ერთვის წესებსა და პირობებს და წარმოადგენს მის არსებით, შემადგენელ ნაწილს.

11. ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში

11.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებ-გვერდზე განთავსების გზით შეიტანოს ცვლილებები გამოყენების წესსა და პირობებში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ცვლილების შეტანისთანავე. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელება ავტომატურად ნიშნავს თანხმობას შეცვლილ პირობებზე.

12. არაკანონიერი აქტივობის დაბლოკვა

12.1. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიას შეექმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვებ-გვერდის გამოყენებისას ან/და ტრანზაქციის განხორციელებისას ირღვევა წინამდებარე გამოყენების წესი და პირობები ან/და კომპანიას ექმნება ეჭვი, რომ ტრანზაქციები არაკანონიერი, თაღლითური და არაავტორიზებულია, კომპანია უფლებამოსილია, გააჩეროს ასეთი ტრანზაქცია და დაბლოკოს ნებისმიერი პირის პროფილი, ვინც მსგავს აქტივობას ახორციელებს, სანამ კომპანია არ შეისწავლის კონკრეტულ ფაქტებს. კომპანია ასევე უფლებამოსილია, მსგავს შემთხვევებში მიმართოს შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს და სახელმწიფო ორგანოებს და მიაწოდოს მათ ინფორმაცია.

12.2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მომხმარებლის ქმედებებში დააფიქსირებს არაკანონიერ ნიშნებს იგი უფლებამოსილია დროებით ან სამუდამოდ დაბლოკოს მომხმარებლის პროფილი.

13. დავების გადაწყვეტა და გამოსაყენებელი სამართალი

13.1. კომპანიასა და მომხმარებელს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა/უთანხმოება უნდა მოგვარდეს ურთიერთშეთანხმების გზით.

13.2. დავის წარმოშობიდან 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო, ქართული სამართლის მიხედვით.

13.3. კომპანიის სასარგებლოდ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსრულებაში.

14. გარდამავალი დებულებები

14.1. მხარეები აცხადებენ, რომ წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია მათთვის გასაგებ ენაზე, მათ არ გააჩნიათ რაიმე სახის კითხვა/ბუნდოვანება, სრულად იაზრებენ და აცნობიერებენ წესებითა და პირობებით დადგენილი ნორმების შინაარს და რომ წესები და პირობები განთავსებულია მათთვის ხელსაყრელ და თვალსაჩინო ადგილზე.

14.2. გარდა აღნიშნული წესებისა და პირობებისა, კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით.

14.3. წესებისა და პირობების ცალკეული ნაწილების ბათილობა არ იწვევს მთლიანი დოკუმენტის ან/და მისი სხვა ნაწილების ბათილობას.

14.4. ის საკითხები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკითა და მხარეთა შორის გაფორმებული ინდივიდუალური ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

14.5. ვებ-გვერდის მოხმარებით მხარეები ადასტურებენ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სრული უფლება შევიდეს წინამდებარე ურთიერთობაში და საამისოდ მოპოვებული აქვს ყველა საჭირო უფლებამოსილება და/ან თანხმობა.

14.6. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის მიმართ მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ურთიერთგაქვითვის გზით.

14.7. ნებისმიერი სახის ინფორმაციის, მათ შორის და არა მხოლოდ, ტელეფონის ნომრის, მისამართის, ცვლილების შემთხვევაში, მხარე ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 24 (ოცდაოთხი) საათისა აცნობოს კომპანიას.

14.8. მომხმარებელი მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობებს კომპანიას.

14.9. მომხმარებელი იძლევა ერთმნიშვნელოვან თანხმობას კომპანიისაგან მიიღოს შეტყობინებები, აქციები, რეკლამები, პრომოუშენები, შეთავაზებები და სხვა ტიპის ინფორმაცია, ნებისმიერი ფორმით.

14.10. ვებ-გვერდის გამოყენებით ან/და ღილაკზე „ვეთანხმები“ დაჭერით, თქვენ გამოხატავთ წერილობით თანხმობას წინამდებარე წესებსა და პირობებსა და მის შემადგენელ ნაწილებზე.


პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა

მომხმარებელთა / რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკის (შემდგომში „პოლიტიკა“) საფუძველზე, ხორციელდება კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული მესამე პირების მიერ.

მომხმარებლის მიერ წესებსა და პირობებზე თანხმობა („ვეთანხმები“-ს მონიშვნა) ჩაითვლება პირის მიერ წერილობით თანხმობად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე.

მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის ინფორმაციის მიწოდება ატარებს სავალდებულო ხასიათს. ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომპანია ვერ გაუწევს ჯეროვან მომსახურებას მომხმარებელს/რეგისტრირებულ მომხმარებელს.

1. ტერმინთა განმარტება

თუ თავად კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ წესებისა და პირობების მიხედვით მინიჭებული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არის კოლიზია წინამდებარე დოკუმენტის 1-ლი მუხლითა და წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მნიშვნელობებს შორის. კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებულ მნიშვნელობებს.

2. პერსონალური მონაცემები

2.1. მომხმარებლისთვის/რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ვებ-გვერდით ჯეროვანი სარგებლობისა და მომხმარებელთათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, კომპანია აგროვებს შემდეგ მონაცემებს:

2.1.1. მონაცემებს, რომლებსაც კომპანიას მიეწოდება მომხმარებლის/რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პირადად:

 მონაცემები:

 მობილურის ნომერი;

 ელექტრონული ფოსტა;

 სახელი;

 გვარი;

 ბანკის ბარათ(ებ)ი;

 ადგილმდებარეობა/მისამართი;

 დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი / რეგისტრირებული მომხმარებელი კომპანიას აწვდის საკუთარი ინციატივით, წერილობით ან/და ზეპირად.

2.1.2. მონაცემები, რომლებსაც კომპანია იღებს მომხმარებლისგან/რეგისტრირებული მომხმარებლისგან დამოუკიდებლად.

 მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის IP მისამართი;

 გამოყენებული ბრაუზერის ტიპები და ვერსიები;

 წვდომის სისტემის მიერ გამოყენებული ოპერაციული სისტემა;

 წვდომის თარიღი და დრო;

 ჩვენი სერვისის გვერდებს, რომლებსაც ეწვიეთ;

 რეფერერის URL (ადრე მონახულებული გვერდი);

 მობილური მოწყობილობის ტიპი, რომელსაც იყენებთ;

 თქვენი მობილური მოწყობილობის უნიკალური ID;

 თქვენი მობილური ოპერაციული სისტემა;

 მობილური ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი;

 უნიკალური მოწყობილობის იდენტიფიკატორები და სხვა დიაგნოსტიკური მონაცემები;

 მომხმარებლის ადგილმდებარეობა.

3. მონაცემთა დამუშავების მიზანი

3.1. კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული პირის მიერ, მომხმარებელთა/ რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული მიზნებით.

3.2. კომპანიის ან/და კომპანიის მიერ დასახელებული პირის მიერ მომხმარებელთა/ რეგისტრირებულ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება კომპანიის მიერ მომხმარებელთათვის/რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის ჯეროვანი და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისა და ვებ-გვერდით შეუფერხებელი სარგებლობისთვის.

3.3. მონაცემთა დამუშავების ზოგადი მიზნები:

3.3.1. ვებ-გვერდის გამოყენების დახვეწა და გაუმჯობესება.

3.3.2. მომხმარებელთათვის/რეგისტრირებულ მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა.

3.3.3. პროდუქტის მიტანის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა მომხმარებლისთვის.

3.3.4. საეჭვო/კანონსაწინააღმდეგო ტრანზაქციებისა თუ ქმედებების აღმოჩენა/დაბლოკვა.

3.3.5. თაღლითობისა და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების აღკვეთა.

3.3.6. სტატისტიკების მაქსიმალური სიზუსტით შედგენა და ამით სერვისის გაუმჯობესება.

3.4. მონაცემთა დამუშავების კონკრეტული მიზნები:

3.4.1 მობილურის ნომრით კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთან მუდმივად კონტაქტზე ყოფნას, მის ინფორმირებას შეკვეთასთან დაკავშირებით და მის ინფორმირებას პროდუქტის ჩაბარებასთან დაკავშირებით;

3.4.2 ელექტრონული ფოსტით კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთან კონტაქტს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელი მიუწვდომელია ტელეფონის ნომერზე ან აღარ არსებობს ნომერი. ასევე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის სერვისთან დაკავშირებული განახლებული ინფორმაციის, აქციების და სხვა ცნობების/ინფორმაციის მიწოდებას;

3.4.3 მომხმარებლის სახელი და გვარი გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიცირებისათვის.

3.4.4 მომხმარებლის საბანკო ბარათის გამოიყენება კომპანიის მომსახურების ასანაზღაურებლად.

3.4.5 მომხმარებლის ადგილსამყოფელი გამოიყენება შეკვეთის ჩასაბარებლად.

3.5. მონაცემთა დამუშავება ასევე გამოიყენება მარკეტინგული მიზნებისა და რეგისტრირებულ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული შეთავაზებების/შეღავათების შეთავაზებისათვის.

3.6. რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს, კომპანიას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.

4. მონაცემთა სხვა პირებზე გადაცემა

4.1. კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელთა/რეგისტრირებულ მომხმარებელთა მონაცემები, პოლიტიკაში დოკუმენტში გაწერილი მიზნებისათვის, კონფიდენციალობის დაცვით, გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის და არამხოლოდ საკურიერო კომპანიებს, ფოსტას და ა.შ.

4.2. წინამდებარე დოკუმენტის 4.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია გარეშე პირს გადასცეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია.

5. ცვლილებები

5.1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაში, შესაძლოა დროდადრო შევიდეს გარკვეული ცვლილებები/დამატებები, რომლებიც ავტომატურად აისახება ვებ-გვერდზე/აპლიკაციაში. ვებ-გვერდის/აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებებსა თუ დამატებებს. განსაკუთრებული მნიშვნელობის ცვლილებების/დამატების შემთხვევაში, კომპანია რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვებ-გვერდის/აპლიკაციის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დამატებით გაცნობებთ აღნიშნულის შესახებ.

6. შენიშვნები

6.1. კომპანია აცნობიერებს თითოეული მომხმარებლის / რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემის დაცულობისა თუ დამუშავების წესების მნიშვნელობას.

6.2. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის/რეგისტრირებული მომხმარებლის აზრი და დამოკიდებულება, მათ შორის და არამხოლოდ, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ.

6.3. კომპანია გამოთქვამს სურვილსა და მზაობას ნებისმიერი შენიშვნის/რჩევის შემთხვევაში, გაგებით მოეკიდოს მომხმარებლის/რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ წამოყენებულ პრეტენზიას, შესაბამისად, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ info@wallygallery.com.