უსათაურო
ორიგინალური ნამუშევარი. ავტორის ხელმოწერით. შეძენის შემთხვევაში გაუკეთდება ავტორის მიერ შერჩეული ჩარჩო.
აკვარელი ქაღალდზე
22 x 22 cm
ქეთევან აქუბარდია
ქეთი აქუბარდიამ სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ ის აქტიურად თანამშრომლობს დიზაინერულ მაღაზიებთან და გალერეებთან. მიუხედავად იმისა, რომ ხატვით ბავშვობიდან დაინტერესებული იყო და ექსპერიმენტებს სხვადასხვა მასალაში აკეთებდა, ხატვას ბოლო პერიოდში უფრო მეტ დროს უთმობს. მისი მედიუმი ძირითადად აკვარელია.
ქეთისთვის ხატვა პირველ რიგში ქვეცნობიერის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა, შემდეგ კი ესთეტიკის პოვნა ყველა დეტალში. მხატვრისთვის შთაგონება ის ქალაქია, რომელშიც ცხოვრობს-ძველი საბჭოთა გარეუბანი, სადაც მოსაწყენ ძველ კორპუსებს აკვირდება და მათში სიცოცხლის ნიშნებს ეძებს.
ქეთის ნამუშევრების უნიკალურობა იმაშია, რომ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ცხოვრებისეული წვრილმანებით დაღლილ ადამიანებს სხვა კუთხით დაანახოს.
"ყველაზე დიდი გამოწვევა ყოველი,ახალი ნამუშევრის შესრულების პროცესში არის ის,რომ ჩემი განცდები და ინფორმაცია, რაც მინდა რომ გადმოვცე დაემთხვეს გამოსახულებას".
როგორც არტისტი ამბობს, დაღამებისას სახლებში ანთებული შუქები აწყებინებს წარმოსახვით მოგზაურობას ადამიანების სამყაროში და სწორედ ასე იქმნება მისი ხელოვნება.